Thursday, October 24, 2019


სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
სოფელ მანავის საჯარო სკოლის  მასწავლებელი  ირმა აფციაური
                                                                      ,,ბუნების ქომაგნი“

კონცეფცია

მისია :
 ბუნების შეგნებული ქომაგის  პიროვნების აღზრდა და ჩამოყალიბება. ბუნების სიყვარილი და მისი დაცვა გეოგრაფიის სწავლების გზით.
   მიზანი :
 მოსწავლეებს  გავაცნო და შევასწავლო საქართველოს სახელმწიფო  ნაკრძალები,მასში დაცული ცხოველთა და მცენარეთა სამყარო.
მოსწავლეთა მომზადება აქტიური მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად,აქტიური საზოგადოების ცხოვრებისათვის.
   ამოცანები: 
 მოსწავლემ შეძლოს საკუთარი აზრის  გამოხატვა და დაცვა.კრიტიკული აზროვნების განვითარება დისკუსიის საშუალებით. მოსწავლის ჩართვა სასკოლო აქტივობაში.
შედეგი:
1.     სასკოლო ცხოვრების გააქტიურება,მოსწავლეთა ჩართულობის გზით.
2.      თავისუფლად აზროვნება და თვითრეალიზაცია.
3.     გუნდური მუშაობის პრინციპი.
4.      დაგემვის და მართვის უანრი.
5.      გაეცნობიან გარემოსდაცვით პრობლემებს.
6.      ბუნების სიყვარული და მისი დაცვა.
სამიზნე ჯგუფი:  IX-X კლასი

რაოდენობა: 10-30 მოსწავლე.






პროგრამა:
·       კალენდარი- კვირაში ერთხელ
·       დრო -45-60 წთ.
·       როდიდან როდემდე    -  ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით

 დაგეგმილი ღონისძიებები
1.შეხვედრა ბუნებისდამცველ ორგანიზაციებთან.
2. სასკოლო ექსკურსია  მარიამჯვრის ნაკრძალში.
3. სასკოლო ექსკურსია  ლაგოდეხის  ნაკრძალში.
4.ლიტერატურული საღამოს მოწყობა
5.ფოტო გამოფენა
6.ღონისძიება ,,გავამწვანოთ დედამიწა’’
7.ვიდეორგოლის ჩვენება.
8.ბუკლეტების დამზადება.

კამპანია

გასაუბრება მოსწავლეებთან და მშობლებთან
განცხადების გამოქვეყნება.



                                                                   შეხვედრები
შეხვედრა
საკითხი
აღწერა
I
კლუბის პრეზენტაცია. გაცნობა.კლუბის დაკომპლექტება
მოსწავლეებს გავაცნობ კლუბის  მიზნებს , გავეცნობი მოსწავლეებს, მათ შესაძლებლობებს.
II
საქართველოს სახელმწიფო ნაკრძალების გაცნობა.
 ლექციური მეთოდით ბავშვებს ვესაუბრები საქართველოს სახელმწიფო ნაკრძალების  შესახებ მათ როლსა და დამოკიდებულებაზე.
III
საქართველოს სახელმწიფო ნაკრძალები: ბორჯომის;თუშეთის;ბაწარას;ბაბანეურის;კინტრიშის;
სათაფლიის; ვაშლოვანის;ლიახვის; ბიჭვინთა-მიუსერის; რიწის;ქობულეთის;ფსხუ-გუმისთა.
მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ ნაკრძალებს და ჯგუფდებიან ჯგუფებად.
IV
ბორჯომისა და თუშეთის ნაკრძალი.
ვამუშავებთ  მოძიებულ მასალას
V
ვემზადებით  ექსკურსიისთვის
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ფუნქციების გადანაწილება.
VI
ექსკურსია ლაგოდეხის ნაკრძალში
 ლაგოდეხის ნაკრძალის დათვალიერება,ჩანაწერების გაკეთება ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება.
VII
შთაბეჭდილებების გადმოცემა  ექსკურსიის შესახებ
პრეზენტაცია  - აზრთა გაზიარება ექსკურსიის შესახებ
VIII
ბაწარას და ბაბანეურის ნაკრძალი.
ვამუშავებთ  მოძიებულ მასალას
IX
კინტრიშის და სათაფლიის ნაკრძალი.
ვამუშავებთ  მოძიებულ მასალას
X
მზადება შეხვედრისათვის  ბუნებისდამცველ ორგანიზაციასთან
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
XI
 შეხვედრა  ბუნებისდამცველ ორგანიზაციასთან
საუბარი.კითხვების დასმა და ფოტოების გადაღება.
XIV
ვაშლოვანისა  და ლიახვის ნაკრძალი
ვამუშავებთ  მოძიებულ მასალას
XV
მზადება ლიტერატურული საღამოსათვის
მოძიება ბუნების ამსახველი კადრების ლექსებსა და მოთხრობებში.
XVI
ლიტერატურული საღამო
მოვიწვევთ სკოლის ადმინისტრაციას,პედაგოგებს,მშობლებს,თანატოლებს.ფოტოების გადაღება.
XVII
შთაბეჭდილებების გადმოცემალიტერატურული საღამოს შესახებ
პრეზენტაცია  - აზრთა გაზიარება,რა იყო კარგი და რას გამოვასწორებდით .
XVIII
ბიჭვინთა-მიუსერის და  რიწის  ნაკრძალი
ვამუშავებთ  მოძიებულ მასალას
XIX
ვემზადებით  ექსკურსიისთვის
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ფუნქციების გადანაწილება.
XX
ექსკურსია მარიამჯვრის  ნაკრძალში
 მარიამჯვრის ნაკრძალის დათვალიერება,ჩანაწერების გაკეთება ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება.
XXI
შთაბეჭდილებების გადმოცემა  ექსკურსიის შესახებ
პრეზენტაცია  - აზრთა გაზიარება ექსკურსიის შესახებ
XXII
მზადება ღონისძიებისათვის ,,გავამწვანოთ დედამიწა’’
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ფუნქციების გადანაწილება.
XXIII
 ღონისძიება ,,გავამწვანოთ დედამიწა’’
მანავის გაჩეხილი ტყის ადგილას ნარგავების დარგვა
XXIV
ქობულეთის და ფსხუ-გუმისთას ნაკრძალი
ვამუშავებთ  მოძიებულ მასალას
XXV
მზადება ჩვენს მირ გადაღებული ფოტო გამოფენისთვის
 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ფუნქციების გადანაწილება.
XXVI
ფოტო გამოფენა
მოვიწვევთ სკოლის ადმინისტრაციას,პედაგოგებს,მშობლებს,თანატოლებს.გადავიღებთ ფოტოებს.
XXVII
შთაბეჭდილებების გადმოცემა  ფოტო გამოფენის  შესახებ
პრეზენტაცია  - აზრთა გაზიარება ფოტო გამოფენის  შესახებ.რა იყო კარგი და რას შევცვლიდით.
XXVIII
 ჩვენს მირ გადაღებული ვიდეოების ჩვენება ლაგოდეხისა და მარიამჯვრის ნაკრძალში.
 მოვიწვევთ სკოლის ადმინისტრაციას,პედაგოგებს,მშობლებს,თანატოლებს.გადავიღებთ ფოტოებს.
XXIX
ბუკლეტების დამზადება

XXX
 კლუბის მუშაობის შეფასება -შეჯამება










მხატვრული                                                               კითხვის   წრე


მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეებს განუვითარდებათ მხატვრული კითხვის ტექნიკატექსტის გააზრებული კითხვის უნარი;
შეეძლებათ ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში;
მოისმენენ და გაიგებენ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტებს და  გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას;
შეძლებენ აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველების გამოყენებას;
მოახდენენ მარტივი ტექსტების არსებით ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობას;
გამოიყენებენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს;
 ჩამოუყალიბდებათ წიგნიერების სიყვარული;
განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
ბავშვები ისწავლლიან როლურ თამაშებს და დაეუფლებიან თეატრალური გარდასახვის ელემენტებს.



          მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ -
         პარასკევს  13 სთ-15 წთ.
          მეცადინეობის ხანგრძლიობა   45წთ.


მოსწავლეთა სია:

1.  ბორაშვილი გიორგი
2.   ბორაშვილი ნუცა
3.   ბორაშვილი ბარბარე
4.   ათაბეგაშვილი თამთა
5.   ყორღანაშვილი უჩა
6.   ფოცხვერაშვილი ნიკოლოზი
7.   წიკლაური ქეთი
8.   ტერტერაშვილი მარიამი
9.   უცუნაშვილი მარიამი
10. ფოცხვერაშვილი გიორგი
11.   საბაშვილი ლალი
12.   პასიკაშვილი გიორგი
13.  გულაღაშვილი ივანე
14.  ქალაქურაშვილი რუსუდანი
15.  ზოიძე ლუკა
16.  ბორაშვილი ლუკა
17.  თოროზაშვილი  ზურა


    
შესაბამისობა ე.ს.გ. გათვალისწინებულ შედეგებთან: 


ქართ.2 .მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
-ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
-გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს;
-აგრძელებს სხვის მიერ დაწყებილ თხრობას;
-გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედით აღძრულ ემოციებს;
ქართ.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.4.  დამარცვლით კითხულიბს უცნობ სიტყვებს; ხმამაღლა კითხულიბს მცირე ზომის ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, მოთხრობებს. ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშანთან.
ქართ.6   განარჩევს დიალოგს და თხრობას;
ქართ7. ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას.
  აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან, გამოკვეთს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას, გამოაქვს სათანადო დასკვნა; 
  




მხატვრული კითხვის წრის სამუშაო გეგმა. 2019-2020 სასწავლო წელი
პირველი  სემესტრი

N
თემა
აქტივობა
აქტივობის მიზანი
მუშაობის ფორმა
რესურსი
ჩატარების დრო
1
პირველი შეხვედრა-თემატიკის გაცნობა
საუბარი, კითხვა-პასუხი
წრის მუშაობის მიზნების გაცნობა
საერთო ჩათულობა
პრეზენტაცია  
27.09.2019

2
სტუმრად ბიბლიოთეკაში
საუბარი.
წიგნების დათვალიერება.
კართოტეკის გაცნობა
ბიბლიოთეკაში
წიგნების მოძიების სწავლა. ინტერესის
გაზრდა კითხვისადმი
ჯგუფური

ბიბლიოთეკის კართოთეკის ფონდი
4.10.2019
3
,,ჩემი წიგნების თარო.’’
საბავშვო მხატვრული ლიტერატურის მოძიება ოჯახში
ოჯახში არსებული საბავშვო
მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, თავმოყრა,
კლასიფიკაცია.
ჯგუფური
საბავშვო ლიტერატურა
11.10.2019
4.
ფონოლოგიური სავარჯიშოები.
ლექსიკური მარაგის
გამდიდრება
მარცვლებზე და ბგერებზე მუშაობა
სინონიმებზე და ანტონიმებზე
მუშაობა
ლექსიკის გამდიდრება
ტექსტებში სინონიმებისა და ანტონიმების მოძიება, ცნებების გააზრება
ინდივიდუალური
ჯგუფური
პლაკატები.

ტექსტები
18.10.219
5
,,მე მიყვარს პოეზია“
- საყვარელი ლექსების მხატვრულად კითხვა
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება
ინდივიდუალური
ლექსების კრებული

25.10.2019
6
რ. ინანიშვილის
მოთხრობა,-
,,მუხა.’’-მოსმენილი
ტექსტის შინაარსის გადმოცემა მხატვრულად
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
შემოქმედებითი
უნარის განვითარება.
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ჯგუფური
რ. ინანიშვილის მოთხრობა
1.11.2019

7

,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

ილუსტრაციებზე
მოთხრობების
შედგენა

ტექსტებზე მუშაობა
საერთო ჩართულობა
ილუსტრაციების
ჩვენება
8.11.219
8
დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.
ი.გოგებაშვილის ,,საგანძური
დიდ წიგნში მოთხრობების
დამატება
ტექსტზე მუშაობა
ინდივიდუალური
ი.გოგებაშვილის ,,საგანძური’’
15.11.2019
9
გ. რჩეულიშვილის მოთხრობები
მხატვრულად
კითხვისთვის
გამოსაყენებელი სავარჯიშოები
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ინდივიდუალური
რჩეული საბავშვო მოთხრობები
22.11.2019
10
მ.დაბახიშვილის ლექსების  მხატვრულად კითხვა
ლექსების წაკითხვა ინტონაციით
გამომეტყველებით კითხვა
ინდივიდუალური
მ.დაბახიშვილის
ლექსების კრებული
29.11.2019
11
მ.მაჭავარიანის  ლექსების მხატვრულად კითხვა
ლექსების წაკითხვა ინტონაციით
გამომეტყველებით კითხვა

ინდივიდუალური
მ.მაჭავარიანის
ლექსების კრებული
6.12.2019
12
მკითხველთა თეატრი- ვაჯა-ფშაველას  მოთხრობა ,,ჩხიკვთა ქორწილი’’.

მოსმენა,
როლების განაწილება
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება.
გამართული კითხვა, გაგება-გააზრება
ჯგუფური
მოთხრობის
ტექსტი

13.12.219
13
წრის მუშაობის შეფასება
კითხვა-პასუხი
დისკუსია
საერთო ჩართულობა

20.12.2019








წრის მუშაობა


·       პირველი შეხვედრა- თემატიკის გაცნობა.
    27 სექტემბერს  გვქონდა პირველი შეხვედრა მხატვრული კითხვის წრის წევრებთან. მოსწავლეები გაეცვნენ წრის სამუშაო თემატიკას. აზრი გამოთქვეს წრის მუშაობის განხორციელებული აქტივობების შესახებ. გადაწყდა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებოდნენ წრის მუშაობაში.



·       მეორე შეხვედრა-სტუმრად ბიბლიოთეკაში

4 ოქტომბერს  წრის წევრები წრის ხელმძღვანელთან ერთად იყვნენ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკში არსებული წიგნებისკართოტეკა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, მაინც საინტერესო იყო ეს შეხვედრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნები. ბიბლიოთეკარმა შეურჩია მათ საინტერესო ლიტერატურა. ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად კითხულობენ წიგნებს დაინტერესდნენ. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებას კითხვისადმი.




·       მესამე შეხვედრა-,,ჩემი წიგნების თარო’’

11 ოქტომბერს წრის წევრებმა თავიანთ ოჯახებში მოიძიეს საბავშვო მხატვრული ლიტერატურა. წრის მეცადინეობაზე მოიტანეს და ერთმანეთს გააცნეს. შემდეგ დაწერეს ,, დიალოგი საყვარელ პოეტთან’’, მათთვის საყვარელ მწერლებს და პოეტებს დაუსვევს კითხვები. ზოგმა წერილი მისწერა. შემდეგ მოახდინეს პრეზენტაცია და ერთმანეთს წაუკითხეს. მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვლინდა მათი საყვარელი მწერლები, პოეტები და მხატვრული ლიტერატურა.

·       მეოთხე შეხვედრა-ფონოლოგიურ სავარჯიშოებზე მუშაობა
და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

18 ოქტომბერს წრეზე  მოხდა ფონოლოგიურ სავარჯიშოებზე ვარჯიში,  სადაც მოხდა მოსწავლეების მუშაობა მარცვლებზე და ბგერებზე. მუშაობა წარიმართა ინდივიდუალურად. თითოეული მოსწავლე ანბანის მიხედვით მარცვლებზე ადგენდა სიტყვებს. მოხდა ხმოვნებზე და თანხმოვნებზე ვარჯიში. 
ასევე  ვიმუშავეთ ლექსიკური  მარაგის გამდიდრებაზე. კერძოთ ვიმუშავეთ სინონიმებზე და  
ანტონიმებზე. ბავშვებმა მოიძიეს ტექსტები, სადაც იპოვეს სინონიმები და ანტონიმები. ცნებების გააზრების მეშვეობით მათზე შეადგინეს წინადადებები. წრის მუსაობა საინტერესოდ წარიმართა.







·         მეხუთე შეხვედრა-,, მე მიყვარს პოეზია’’

25 ოქტომბერს  წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად,  მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით მოამზადეს  და ისწავლეს სურვილის მიხედვით ლექსები და წაიკითხეს მხატვრულად. მოხდა ერთმანეთის შეფასება. მე ვინიშნავდი შენიშვნებს და ბოლოს მოახდინეს იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც დაუშვეს ლექსების კითხვისას.წრის მუშაობა საქმიანად წარიმართა.



·         მეექვსე  შეხვედრა-რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა’’


1 ნოემბერს წრეზე წავიკითხეთ რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა’’, შემდეგ მოვახდინეთ წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემა მხატვრულად. მოთხრობის გადმოცემა მოხდა ინდივიდუალურად პერსონაჟის პოზიციიდან. წაკითხული ტექსტის შემდეგ მოვახდინეთ მისი ანალიზი. მოსწავლეებმა ინსჯელეს რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რას შეცვლიდნენ, ბოლოს
თავიანთი ინტერპრეტაციით გააგრძელეს მოთხრობა.





·         მეშვიდე შეხვედრა-,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

8 ნოემბერს წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად. მოსწავლეებისთვის მოხდა სხვადასხვა ილუსტრაციების ჩვენება. მათ ილუსტრაციებზე თავიანთი ინტერპრეტაციით უნდა შეედგინათ მოთხრობები. მოსწავლეებმა ამ დავალებას კარგად
გაართვეს თავი. თითოეულმა მოსწავლემ არჩეულ ილუსტრაციაზე შედგენილი მოთხრობის პრეზენტაცია გააკეთა. წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.



·        
ერვე შეხვედრა -,,დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.’’

15 ნოემბერს  წრის მეცადინეობაზე  მოსწავლეებმა წარმოადგინეს დიდი წიგნის პრეზენტაცია
ი. გოგებაშვილის ,,საგანძური.’’
 წიგნის მახასიათებლის ათვისებისა და ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,, დიდი წიგნის  ერთობლივი კითხვა’’.  წრის მუშაობაზე  წარიმართა ამ მეთოდის გამოყენება. მათ  გამოავლინეს წიგნთან მუშაობის ჩვევები. წრის წევრებმა მხატვრულად და გამომეტყველებით წაიკითხეს   ი. გოგებაშვილის მოთხრობები.

მეცხრე შეხვედრა-გ. რჩეულიშვილის მოთხრობები

22
ნოემბერს ჩავატარეთ წრის მეცადინეობა, სადაც მოვახდინეთ გურამ რჩეულიშვილის  მოთხრობების მხატვრულად  კითხვა, სადაც გამოვიყენეთ
მხატვრულად კითხვის გამისაყენებელი სავარჯიშოები. გამოვიყენეთ აქტივობა- თხრობა  პერსონაჟის პოზიციიდან.
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა შეადგინეს პერსონაჟების  რუკა

მეათე შეხვედრა-- მ.დაბახიშვილის  ლექსების მხატვრულად წაკითხვა.

29 ნოემბერს ჩავატარეთ წრის მუშაობა, სადაც მოხდა შეხვედრა პოეტ -ჩვენი სკოლის ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელთან მანანა დაბახიშვილთან. მოსწავლეებმა წაიკითხეს

მისი ლექსები:,, გუშინ გათენდა’’, ,,გოგლასთან შხვედრა,’’,,მიმინო“, ,,პოეზია’’, ,,მიერეკება დღეებს ქარი’’, შემოდგომა კახეთში’’.
პოეტმა,მანანა დაბახიშვილმაც წაგვიკითხა რამდენიმე ლექსი,რამაც ბავშვებში გამოიწვია დიდი სიხარული და აღშფოთება,რადგან ისინი არასოდეს შეხვედრიან  პოეტს.ეს დღე იყო მათთვის დაუვიწყარი.  ვიმუშავეთ ლექსების გამომეტყველებით წაკითხვაზე.
მოსწავლეები ერთმანეთის წაკითხულს აფასებდნენ.წრის მუშაობა  ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

მეთერმეტე შეხვედრა--,,მ. მაჭავარიანის ლექსების გამომეტყველებით წაკითხვა.
·                    

6 დეკემბერს მხატვრული კითხვის წრის წევრებმა წარმოადგინეს მ. მაჭავარიანის ლექსები, რომელიც წაიკითხეს გამომეტყველებით.
ასევე მოვუსმინეთ მის მიერ წაკითხული ლექსები,,საბა’’ და ,,შენ, სისხლო ჩემო’’.
ლექსები განსაკუთრებით გამორჩეულად წაიკითხეს:გიორგი  ბორაშვილმა; ნუცა ბორაშვილმა; ლალი საბაშვილმა;მარიამ უცუნაშვილმა;მარიამ ტერტერაშვილმა;ზურაბ თოროზაშვილმა. 

მეთორმეტე შეხვედრა---მკითხველთა თეატრი.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,ჩხიკვთა ქორწილი’’.

13 დეკემბერს მხატვრული კითხვის წრეზე მოვახდინეთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,ჩხიკვთა ქორწილის’’ მკითხველთა თეატრი, რომელიც გულისხმობს
ნარატიული ტექსტის მოსწავლეების კითხვას როლებში. მკითხველთა თეატრი  ავითარებს გამართულ კითხვის უნარს, ავითარებს მოსმენისა და მეტყველების უნარ-ჩვევებს, უნერგავს მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, ავითარებს სოციალურ, თანამშრობლობით და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს. რაც ყველაზე მთავარია მოსწავლეს უვითარებს კითხვის სიყვარულს. მოთხრობიდან  როლები გავუნაწილე მოსწავლეებს.გავაცანი მათ მუშაობის ფორმები.მოვასმენინე გამართული კითხვის ნიმუში, მოვასმენინე გურამ საღარაძის და მურმან ლებანიძის მიერ წაკითხული ლექსები. ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს მათი როლები. ბოლოს მოვახდინეთ  შეფასების რუბრიკები; ურთიერთ შეფასება და ჩემი შეფასება. წრის მუშაობა საინტერესოდ ჩაიარა.


              მეცამეტე შეხვედრა--------მუშაობის შეჯამება.

20 დეკემბერს გაიმართა  მხატვრული კითხვის წრის მუშაობა. შეხვედრა შემაჯამებელი იყო. შეხვედრაზე გვესწრებოდნენ მშობლები.

შეხვედრას დავარქვით ,,ნატვრისთვალი წიგნში’’, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები., რომლებიც 
მათ ისწავლეს სემესტრის განმავლობაში. დასასრულს მშობლებმა აღნიშნეს წრის მუშაობის მნიშვნელობა. მოსწავლეებმა წრის მუშაობით მიიღეს უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სითამამე.