Thursday, October 24, 2019


მხატვრული                                                               კითხვის   წრე


მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეებს განუვითარდებათ მხატვრული კითხვის ტექნიკატექსტის გააზრებული კითხვის უნარი;
შეეძლებათ ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში;
მოისმენენ და გაიგებენ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტებს და  გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას;
შეძლებენ აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველების გამოყენებას;
მოახდენენ მარტივი ტექსტების არსებით ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობას;
გამოიყენებენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს;
 ჩამოუყალიბდებათ წიგნიერების სიყვარული;
განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
ბავშვები ისწავლლიან როლურ თამაშებს და დაეუფლებიან თეატრალური გარდასახვის ელემენტებს.



          მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ -
         პარასკევს  13 სთ-15 წთ.
          მეცადინეობის ხანგრძლიობა   45წთ.


მოსწავლეთა სია:

1.  ბორაშვილი გიორგი
2.   ბორაშვილი ნუცა
3.   ბორაშვილი ბარბარე
4.   ათაბეგაშვილი თამთა
5.   ყორღანაშვილი უჩა
6.   ფოცხვერაშვილი ნიკოლოზი
7.   წიკლაური ქეთი
8.   ტერტერაშვილი მარიამი
9.   უცუნაშვილი მარიამი
10. ფოცხვერაშვილი გიორგი
11.   საბაშვილი ლალი
12.   პასიკაშვილი გიორგი
13.  გულაღაშვილი ივანე
14.  ქალაქურაშვილი რუსუდანი
15.  ზოიძე ლუკა
16.  ბორაშვილი ლუკა
17.  თოროზაშვილი  ზურა


    
შესაბამისობა ე.ს.გ. გათვალისწინებულ შედეგებთან: 


ქართ.2 .მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
-ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
-გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს;
-აგრძელებს სხვის მიერ დაწყებილ თხრობას;
-გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედით აღძრულ ემოციებს;
ქართ.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.4.  დამარცვლით კითხულიბს უცნობ სიტყვებს; ხმამაღლა კითხულიბს მცირე ზომის ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, მოთხრობებს. ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშანთან.
ქართ.6   განარჩევს დიალოგს და თხრობას;
ქართ7. ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას.
  აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან, გამოკვეთს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას, გამოაქვს სათანადო დასკვნა; 
  




მხატვრული კითხვის წრის სამუშაო გეგმა. 2019-2020 სასწავლო წელი
პირველი  სემესტრი

N
თემა
აქტივობა
აქტივობის მიზანი
მუშაობის ფორმა
რესურსი
ჩატარების დრო
1
პირველი შეხვედრა-თემატიკის გაცნობა
საუბარი, კითხვა-პასუხი
წრის მუშაობის მიზნების გაცნობა
საერთო ჩათულობა
პრეზენტაცია  
27.09.2019

2
სტუმრად ბიბლიოთეკაში
საუბარი.
წიგნების დათვალიერება.
კართოტეკის გაცნობა
ბიბლიოთეკაში
წიგნების მოძიების სწავლა. ინტერესის
გაზრდა კითხვისადმი
ჯგუფური

ბიბლიოთეკის კართოთეკის ფონდი
4.10.2019
3
,,ჩემი წიგნების თარო.’’
საბავშვო მხატვრული ლიტერატურის მოძიება ოჯახში
ოჯახში არსებული საბავშვო
მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, თავმოყრა,
კლასიფიკაცია.
ჯგუფური
საბავშვო ლიტერატურა
11.10.2019
4.
ფონოლოგიური სავარჯიშოები.
ლექსიკური მარაგის
გამდიდრება
მარცვლებზე და ბგერებზე მუშაობა
სინონიმებზე და ანტონიმებზე
მუშაობა
ლექსიკის გამდიდრება
ტექსტებში სინონიმებისა და ანტონიმების მოძიება, ცნებების გააზრება
ინდივიდუალური
ჯგუფური
პლაკატები.

ტექსტები
18.10.219
5
,,მე მიყვარს პოეზია“
- საყვარელი ლექსების მხატვრულად კითხვა
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება
ინდივიდუალური
ლექსების კრებული

25.10.2019
6
რ. ინანიშვილის
მოთხრობა,-
,,მუხა.’’-მოსმენილი
ტექსტის შინაარსის გადმოცემა მხატვრულად
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
შემოქმედებითი
უნარის განვითარება.
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ჯგუფური
რ. ინანიშვილის მოთხრობა
1.11.2019

7

,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

ილუსტრაციებზე
მოთხრობების
შედგენა

ტექსტებზე მუშაობა
საერთო ჩართულობა
ილუსტრაციების
ჩვენება
8.11.219
8
დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.
ი.გოგებაშვილის ,,საგანძური
დიდ წიგნში მოთხრობების
დამატება
ტექსტზე მუშაობა
ინდივიდუალური
ი.გოგებაშვილის ,,საგანძური’’
15.11.2019
9
გ. რჩეულიშვილის მოთხრობები
მხატვრულად
კითხვისთვის
გამოსაყენებელი სავარჯიშოები
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ინდივიდუალური
რჩეული საბავშვო მოთხრობები
22.11.2019
10
მ.დაბახიშვილის ლექსების  მხატვრულად კითხვა
ლექსების წაკითხვა ინტონაციით
გამომეტყველებით კითხვა
ინდივიდუალური
მ.დაბახიშვილის
ლექსების კრებული
29.11.2019
11
მ.მაჭავარიანის  ლექსების მხატვრულად კითხვა
ლექსების წაკითხვა ინტონაციით
გამომეტყველებით კითხვა

ინდივიდუალური
მ.მაჭავარიანის
ლექსების კრებული
6.12.2019
12
მკითხველთა თეატრი- ვაჯა-ფშაველას  მოთხრობა ,,ჩხიკვთა ქორწილი’’.

მოსმენა,
როლების განაწილება
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება.
გამართული კითხვა, გაგება-გააზრება
ჯგუფური
მოთხრობის
ტექსტი

13.12.219
13
წრის მუშაობის შეფასება
კითხვა-პასუხი
დისკუსია
საერთო ჩართულობა

20.12.2019








წრის მუშაობა


·       პირველი შეხვედრა- თემატიკის გაცნობა.
    27 სექტემბერს  გვქონდა პირველი შეხვედრა მხატვრული კითხვის წრის წევრებთან. მოსწავლეები გაეცვნენ წრის სამუშაო თემატიკას. აზრი გამოთქვეს წრის მუშაობის განხორციელებული აქტივობების შესახებ. გადაწყდა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებოდნენ წრის მუშაობაში.



·       მეორე შეხვედრა-სტუმრად ბიბლიოთეკაში

4 ოქტომბერს  წრის წევრები წრის ხელმძღვანელთან ერთად იყვნენ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკში არსებული წიგნებისკართოტეკა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, მაინც საინტერესო იყო ეს შეხვედრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნები. ბიბლიოთეკარმა შეურჩია მათ საინტერესო ლიტერატურა. ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად კითხულობენ წიგნებს დაინტერესდნენ. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებას კითხვისადმი.




·       მესამე შეხვედრა-,,ჩემი წიგნების თარო’’

11 ოქტომბერს წრის წევრებმა თავიანთ ოჯახებში მოიძიეს საბავშვო მხატვრული ლიტერატურა. წრის მეცადინეობაზე მოიტანეს და ერთმანეთს გააცნეს. შემდეგ დაწერეს ,, დიალოგი საყვარელ პოეტთან’’, მათთვის საყვარელ მწერლებს და პოეტებს დაუსვევს კითხვები. ზოგმა წერილი მისწერა. შემდეგ მოახდინეს პრეზენტაცია და ერთმანეთს წაუკითხეს. მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვლინდა მათი საყვარელი მწერლები, პოეტები და მხატვრული ლიტერატურა.

·       მეოთხე შეხვედრა-ფონოლოგიურ სავარჯიშოებზე მუშაობა
და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

18 ოქტომბერს წრეზე  მოხდა ფონოლოგიურ სავარჯიშოებზე ვარჯიში,  სადაც მოხდა მოსწავლეების მუშაობა მარცვლებზე და ბგერებზე. მუშაობა წარიმართა ინდივიდუალურად. თითოეული მოსწავლე ანბანის მიხედვით მარცვლებზე ადგენდა სიტყვებს. მოხდა ხმოვნებზე და თანხმოვნებზე ვარჯიში. 
ასევე  ვიმუშავეთ ლექსიკური  მარაგის გამდიდრებაზე. კერძოთ ვიმუშავეთ სინონიმებზე და  
ანტონიმებზე. ბავშვებმა მოიძიეს ტექსტები, სადაც იპოვეს სინონიმები და ანტონიმები. ცნებების გააზრების მეშვეობით მათზე შეადგინეს წინადადებები. წრის მუსაობა საინტერესოდ წარიმართა.







·         მეხუთე შეხვედრა-,, მე მიყვარს პოეზია’’

25 ოქტომბერს  წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად,  მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით მოამზადეს  და ისწავლეს სურვილის მიხედვით ლექსები და წაიკითხეს მხატვრულად. მოხდა ერთმანეთის შეფასება. მე ვინიშნავდი შენიშვნებს და ბოლოს მოახდინეს იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც დაუშვეს ლექსების კითხვისას.წრის მუშაობა საქმიანად წარიმართა.



·         მეექვსე  შეხვედრა-რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა’’


1 ნოემბერს წრეზე წავიკითხეთ რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა’’, შემდეგ მოვახდინეთ წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემა მხატვრულად. მოთხრობის გადმოცემა მოხდა ინდივიდუალურად პერსონაჟის პოზიციიდან. წაკითხული ტექსტის შემდეგ მოვახდინეთ მისი ანალიზი. მოსწავლეებმა ინსჯელეს რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რას შეცვლიდნენ, ბოლოს
თავიანთი ინტერპრეტაციით გააგრძელეს მოთხრობა.





·         მეშვიდე შეხვედრა-,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

8 ნოემბერს წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად. მოსწავლეებისთვის მოხდა სხვადასხვა ილუსტრაციების ჩვენება. მათ ილუსტრაციებზე თავიანთი ინტერპრეტაციით უნდა შეედგინათ მოთხრობები. მოსწავლეებმა ამ დავალებას კარგად
გაართვეს თავი. თითოეულმა მოსწავლემ არჩეულ ილუსტრაციაზე შედგენილი მოთხრობის პრეზენტაცია გააკეთა. წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.



·        
ერვე შეხვედრა -,,დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.’’

15 ნოემბერს  წრის მეცადინეობაზე  მოსწავლეებმა წარმოადგინეს დიდი წიგნის პრეზენტაცია
ი. გოგებაშვილის ,,საგანძური.’’
 წიგნის მახასიათებლის ათვისებისა და ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,, დიდი წიგნის  ერთობლივი კითხვა’’.  წრის მუშაობაზე  წარიმართა ამ მეთოდის გამოყენება. მათ  გამოავლინეს წიგნთან მუშაობის ჩვევები. წრის წევრებმა მხატვრულად და გამომეტყველებით წაიკითხეს   ი. გოგებაშვილის მოთხრობები.

მეცხრე შეხვედრა-გ. რჩეულიშვილის მოთხრობები

22
ნოემბერს ჩავატარეთ წრის მეცადინეობა, სადაც მოვახდინეთ გურამ რჩეულიშვილის  მოთხრობების მხატვრულად  კითხვა, სადაც გამოვიყენეთ
მხატვრულად კითხვის გამისაყენებელი სავარჯიშოები. გამოვიყენეთ აქტივობა- თხრობა  პერსონაჟის პოზიციიდან.
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა შეადგინეს პერსონაჟების  რუკა

მეათე შეხვედრა-- მ.დაბახიშვილის  ლექსების მხატვრულად წაკითხვა.

29 ნოემბერს ჩავატარეთ წრის მუშაობა, სადაც მოხდა შეხვედრა პოეტ -ჩვენი სკოლის ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელთან მანანა დაბახიშვილთან. მოსწავლეებმა წაიკითხეს

მისი ლექსები:,, გუშინ გათენდა’’, ,,გოგლასთან შხვედრა,’’,,მიმინო“, ,,პოეზია’’, ,,მიერეკება დღეებს ქარი’’, შემოდგომა კახეთში’’.
პოეტმა,მანანა დაბახიშვილმაც წაგვიკითხა რამდენიმე ლექსი,რამაც ბავშვებში გამოიწვია დიდი სიხარული და აღშფოთება,რადგან ისინი არასოდეს შეხვედრიან  პოეტს.ეს დღე იყო მათთვის დაუვიწყარი.  ვიმუშავეთ ლექსების გამომეტყველებით წაკითხვაზე.
მოსწავლეები ერთმანეთის წაკითხულს აფასებდნენ.წრის მუშაობა  ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

მეთერმეტე შეხვედრა--,,მ. მაჭავარიანის ლექსების გამომეტყველებით წაკითხვა.
·                    

6 დეკემბერს მხატვრული კითხვის წრის წევრებმა წარმოადგინეს მ. მაჭავარიანის ლექსები, რომელიც წაიკითხეს გამომეტყველებით.
ასევე მოვუსმინეთ მის მიერ წაკითხული ლექსები,,საბა’’ და ,,შენ, სისხლო ჩემო’’.
ლექსები განსაკუთრებით გამორჩეულად წაიკითხეს:გიორგი  ბორაშვილმა; ნუცა ბორაშვილმა; ლალი საბაშვილმა;მარიამ უცუნაშვილმა;მარიამ ტერტერაშვილმა;ზურაბ თოროზაშვილმა. 

მეთორმეტე შეხვედრა---მკითხველთა თეატრი.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,ჩხიკვთა ქორწილი’’.

13 დეკემბერს მხატვრული კითხვის წრეზე მოვახდინეთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,ჩხიკვთა ქორწილის’’ მკითხველთა თეატრი, რომელიც გულისხმობს
ნარატიული ტექსტის მოსწავლეების კითხვას როლებში. მკითხველთა თეატრი  ავითარებს გამართულ კითხვის უნარს, ავითარებს მოსმენისა და მეტყველების უნარ-ჩვევებს, უნერგავს მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, ავითარებს სოციალურ, თანამშრობლობით და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს. რაც ყველაზე მთავარია მოსწავლეს უვითარებს კითხვის სიყვარულს. მოთხრობიდან  როლები გავუნაწილე მოსწავლეებს.გავაცანი მათ მუშაობის ფორმები.მოვასმენინე გამართული კითხვის ნიმუში, მოვასმენინე გურამ საღარაძის და მურმან ლებანიძის მიერ წაკითხული ლექსები. ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს მათი როლები. ბოლოს მოვახდინეთ  შეფასების რუბრიკები; ურთიერთ შეფასება და ჩემი შეფასება. წრის მუშაობა საინტერესოდ ჩაიარა.


              მეცამეტე შეხვედრა--------მუშაობის შეჯამება.

20 დეკემბერს გაიმართა  მხატვრული კითხვის წრის მუშაობა. შეხვედრა შემაჯამებელი იყო. შეხვედრაზე გვესწრებოდნენ მშობლები.

შეხვედრას დავარქვით ,,ნატვრისთვალი წიგნში’’, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები., რომლებიც 
მათ ისწავლეს სემესტრის განმავლობაში. დასასრულს მშობლებმა აღნიშნეს წრის მუშაობის მნიშვნელობა. მოსწავლეებმა წრის მუშაობით მიიღეს უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სითამამე.  































































No comments:

Post a Comment