Monday, November 25, 2019


  სოციალური  პროექტის : ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’

სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა აფციაური





  სოციალური  პროექტის  :  ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’

პროექტის  მიზნები   და    მოსალოდნელი    შედეგები:
    პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება  მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების  შესახებ, მოხდეს მავნე დამოკიდებულების  გაანალიზება  და მათი პრევენცია  ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრებით.პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით აღმოიფხვრას  მავნე  ჩვევები  და შეიქმნას ჯანსაღი გარემო.    პროექტი  მისცემს  მოსწავლეებს ,მშობლებს,თემს შესაძლებლობას  გაიაზრონ  პრობლემის არსი,გაეცნონ კონკრეტული  სიტუაციებს  ,ყურადღებით შეაფასონ  მავნე ჩვევების  უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება. სპორტული შეჯიბრებების და ამ თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებით,  ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას და თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას .

პროექტის მნიშვნელობა :

პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრება არის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
  მოსწავლეები,  რომლებიც არინა  მავნე ჩვევებზე დამოკიდებულნი და ვერ აცნობიერებებ პრობლემის სირთულეს,პროექტის ფარგლებში მიეცემათ საშუალება დაფიქრდნენ და გაითავისონ  მავნე -ჩვევებია მავნებლობა და შეიცვალონ ცხოვრების წესი. 
    პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებსდამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.

პროექტის აღწერა და განხორციელება :
 სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა და კვლევის ჩატარება ,,როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო’’
შეხვედრა სამართავდამცველთან და  სკოლის ექიმთან (საუბარი სიგარეტის,ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობის  შესახებ)
კონფერენცია  ,, თავად გადაწყვიტე ‘’- სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ მავნე-ჩვევების ურყოფით მხარეებს.
შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სპორტული აქტივობების დაგეგმა თემში .
მხიარული სტარტების ჩატარება თემში ,სადაც მონაწილეობას მიიღბენ მოსწავლეები და თემის ახალგაზრდები.
მოეწყობა ნახატების გამოფენა;
ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტების )  და გავრცელება თემში;

     მოსალოდნელი შედეგილი:  პროექტის განხორციელებისას  მოსწავლეები მიიღებენ   ინფორმაციას მავნე ჩვევების მავნებლობის  შესახებ.   ისწავლიან თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას. მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების  დაგეგმვისა  და განხორციელების გამოცდილებას. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში.

      პროექტის ვადები :
     17.10.2019 – 7.11.2019 წელი

         პროექტის ბენეფიციარები:  
      სკოლის მოსწავლეები ( 80 მოსწავლე),მშობლები,მასწავლებლებითვითმმართველობის მოსწავლეები ან მოსწავლეთა კლუბიადგილობრივი ხელისუფლება, სტუდენტები,თემი.

          პროექტის რისკები: 

   პროექტის განხორციელებისას  დროს შესაძლებელია შეიქმნას  ქაოსური მდგომარეობა.
სამიზნე ჯგუფი:
IV-V-VI  კლასის მოსწავლეები

       პროექტის რესურსები:
პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო მოწყობილება,ფლივჩარტები,საღებავები,,მუყაოს ყუთები, ინტერნეტი,პრინტერია, ადამიანური რესურსები , სპორტული ინვენტარი  და  სხვა

  

                                             სოციალური  პროექტის  :  ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’

           
                                                             რეფლექსია

        სოციალური  პროექტის  :  ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’მანავის საჯარო სკოლაში განხორციელდა   17. 10.2019 წ-დან – 07.11.2019წ ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლიის  დაწყებითი   საფეხურის 80  მოსწავლე,მშობლები,პედაგოგები,თემის ახალგაზრდები.
     პროექტის მიზანი იყო  ცნობიერების ამაღლება  მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების  შესახებ,  პროექტის ფარგლებში მოხდა  მავნე დამოკიდებულების  გაანალიზება  და მათი პრევენცია  ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრებით.პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით  ნაწილობრივ აღმოიფხვრა   მავნე  ჩვევები  და  გაჩნდა მოტივაცია შექმნილიყო   ჯანსაღი გარემო.    პროექტმა  მისცა   მოსწავლეებს ,მშობლებს,თემს შესაძლებლობა  კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ  პრობლემის არსი ,ყურადღებით შეეფებინათ  მავნე ჩვევების  უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაესახათ მოზარდის პიროვნული განვითარება. სპორტული შეჯიბრებების და ამ თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებით,  მათ  შეძლეს საკუთარი თავის  თვითრეალიზება და თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება .
    პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
  მოსწავლეები,  რომლებიც არინა  მავნე ჩვევებზე დამოკიდებულნი და ვერ აცნობიერებებ პრობლემის სირთულეს,პროექტის ფარგლებში მიეცათ  საშუალება დაფრებულიყვნენ  და გაეთავისებინათ  მავნე -ჩვევებია მავნებლობა.  პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძინა ცოდნა, დამოკიდებულება  და გამოუმუშავა  უნარ-ჩვევები. 
პროექტის  ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობები.
 შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფი კლასების მიხედვით;
პროექტის   პირველ ეტაპზე მოხდა პრობლემის შესწავლა და კვლევის ჩატარება მოსწავლეებთან და თემის ახალგაზრდებთან ,,როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო’’ . შემდგომ, მოხდა შეხვედრა სამართავდამცველთან და  სკოლის ექიმთან (საუბარი სიგარეტის,
ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობის  შესახებ).მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და არსებული მასალით ჩაატარეს კონფერენცია. სადაც მოსწავლეები  წარმოადგენენ  მავნე-ჩვევების ურყოფით მხარეებს.
პროექტის ფარგლებში შეხვედრა  მოხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სპორტული აქტივობები დაიგეგმა თემში . ჩატარდა მხიარული სტარტები ,სადაც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და თემის ახალგაზრდებმა.
 მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები თემაზე ,,ჯანსაღი გარემო“ და გამოფინეს  ნახატები სკოლის ფოიეში.ვიზუალური მასალით  მომზადა ბუკლეტები  და მოსწავლეებმა გაავრცელსე  თემში  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.
    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებთან.
 პირველ ეტაპზე  შევქმენი თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემები.  პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე ,მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო კონფერენციის და მხიარული სტარტების დროს .     პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.


პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა აფციაური















Sunday, November 24, 2019



სოციალური პროექტი   ,, ჩვენ - მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ“


პროექტის სახელწოდება:   ,, ჩვენ - მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ’’  
საფეხური/კლასი : დაწყებითი-IVა


პროექტის განხორციელების დრო: 3 კვირა



პროექტის მიზანი:
სოფელში, რაიონში, ქართველი და არაქართველი, მოსწავლე ახალგაზრდების დაახლოვება, ტოლერანტული უნარ -ჩვევების განვითარება და ურთიერთთანამშრომლობა.

მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული პროექტი  ხელს შეუწყობს ტოლერანტული უნარჩვეების  განვითარებას. ეფექტური კომუნიკაცის განვითარებასა და მომავალში სხვა და სხვა ეროვნების მოსწავლეთა ინტეგრაციას სამოქალაქო საზოგადოებაში.

 პროექტის მდგრადობა:
პროექტი იქნება სიცოცხლისუნარიანი ,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ქართველი მოსწავლეები, მჭიდროდ დამეგობრდებიან და გააგრძელებენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას

 შესაძლო რისკები:
 შესაძლოა  პროექტის განხორციელება  იყოს ქაოსური.

პროექტის განხორციელების აქტივობები:
1.      შეხვედრის  ორგანიზება  სკოლაში,  პროექტის იდეიის გაცნობა სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებისა  და მოსწავლეებისათვის.
2.      საინიციატივო ჯგუფების დაკომპლექტება.
3.       მანავის საჯარო სკოლის სააქტო ბარბაზში  ჩატარდება პრეზენტაცია ,,ეთნოსები და მათი ტრადიციები’’.
4.   საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში სტუმრობა(მშობლების დახმარებით ტრანსპორტირება) და   ნაციონალური სიმღერების და ცეკვების წარმოდგენა.
5.ასფალტზე ხატვა.
6.მეგობრობის წრე.
7.ბუკლეტების გავრცელება თემში.
8.ჩატარებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება
   


პროექტის ხელმძღვანელი: ირმა აფციაური



       
      სოციაური  პროექტის  :  ,,ჩვენ- მრავალფეროვან სამყაროში ცხოვრობთ ‘’
                                                     
                                                             რეფლექსია

      პროექტი - ,,ჩვენ- მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ ‘’მანავის საჯარო სკოლაში განხორციელდა 26 სექტემბრიდან   დან  10 ოქტომბრის  ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები, მშობლები,პედაგოგები.
     პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც   მოსწავლეები გაეცნობიან, ჩვენს რაიონში მცხოვრები აზერბაიჯანელებს,  რომლებიც   წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს.აქვთ  განსხვავებული შეხედულებები რწმენის,ტარადიციების,კულტურის შეხახებ ; მათი ინტეგრაციის მიზნით საჭიროებს ტოლერანტულ გარემოს შექმნას ,რადგანაც შესაძლოა უმცირესობების ნაწილი ხშირად განიცდის  დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებეის შელახვას.
    პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და  შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებსდამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
   პირველ ეტაპზე შევხვდი პროექტის იდეის რეალიზებისათვის  სკოლის ადმინისტრაციას, მშობლებსა  და მოსწავლეებს. მოსწავლეებთან ერთად დავაკომპლექტე საინიციატივო ჯგუფი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.დაიგეგმა აქტივობები,პროექტის ვადები და საჭირო რესურსების მომზადება.
    პროექტის ფარგლებში ჩატარდა სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია ,,ეთნოსები და მათი ტრადიციები’’; შემდეგ  დღეს  , მოეწყო ნაციონალური კულტურების წარმოჩენა გამოფენა სააქტო დარბაზში , მოსწავლეებმა წარმოადგინეს ტრადიციის ამსახველი ნივთები სამოსი,საყოფაცხოვრებო ნივთები ,სიმბოლოები.
     შემდეგ ეტაპზე ვესტუმრეთ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლას ,სადაც  მოეწყო გულთბილი შეხვედრა  და   ნაციონალური სიმღერების და ცეკვების წარმოდგენა.
   პროექტის ფარგლებში ასფალტზე მოეწყო ხატვა და მოსწავლეებმა თანამეგობრობა გამოხატეს სიმბოლოებით. 
   მოსწავლეტა ინტეგრაციის მიზნით  მოეწყო  მეგობრობის წრე და საკუთარ ენაზე ეთნოსი მოსწავლეები წარმოთქვამდნენ ,, ჩვენ -ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ’’.
პროექტის ბოლოს ეთნოსი მოსწავლეების დამეგობრების ,მათი ინტეგრაციის მიზნით მომზადა   ბუკლეტებიდა  გავრცელდა თემში.
პროექტის დასასრულს  მოხდა პროექტის დახურვა  , ჩატარდა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება. პროექტში მონაწილე აქტიურ წევრებს სიმბოლირად გადაეცათ მადლობის სერთიფიკატები.
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო გამოფენების და ნაციონალური კულტურის გაცნობის დროს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოთ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.

პროექტის ხელმძღვანელი: ირმა აფციური









ოციალური პროექტი ,,ოჯახი და ტრადიცია“
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა
მასწავლებელი ირმა აფციაური


       სოციალური პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ირმა აფციაური
რაიონი/ სოფელი
საგარეჯოს რაიონო სოფელი მანავი
სკოლა
სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა
თემის მონახაზი:
პროექტის დასახელება:             ოჯახი და ტრადიცია
საფეხური/კლასი:                                            დაწყებითები  IVა                                             
პროექტის განხორციელების დრო:                  4 კვირა     -      7 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.      
აზროვნების ზედა დონის უნარები:  დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა,  კვლევა, ანალიზი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
 პროექტის აქტუალობა:     
მიუხედავად  იმისა, რომ სამოქალაქო განათლების ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე დაწყებითი ჯგუფის ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას.
პროექტის მდგრადობა:   
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია, ამ დროს მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ოჯახის წევრებს. სახალისო, საინტერესო ეპიზოდებს სხვათა ოჯახის წევრების, ტრადიციების შესახებ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
წიგნიერება ეწოდება ცოდნისუნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობასრომლებიც              შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლოასევე საზოგადოებრივ საქმიანობაშიმოიცავს კითხვისმოსმენისზეპირი მეტყველების და წერის უნარებს;  როგორც ზეპირივიზუალურინაბეჭდითუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს

საზ. მეც. დაწყ. (I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების  გაცნობიერება;

        შეკითხვები:
რა პასუხის მგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, პაპის  და ბებიის) შრომა? 
რატომ და როგორ უნდა მოვიხმაროთ რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში?
ცნებები:
ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.


ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.

პროექტის მისაღწევი მიზნები/ შედეგები
v კრიტიკული აზროვნების განვითარება;
v დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
v მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
v მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა;
v ძველი და თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
v შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;
v ისაუბრებენ „ერთი ფოტოს ისტორია“-ზე;
v ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
v   ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები;
თემის შინაარსი:

აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა მოსწავლეების გამოკითხვა და მუშაობა კითხვარზე, რომელიც შეიცავს ოჯახის წევრების და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების შესახებ.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩავატარე თემის ზოგადი მიმოხილვა. რადგან პროექტზე მომუშავე ჯგუფები დაწყებითი(IVა) კლასების მოსწავლეები არიან, მათ პირველად წარვუდგინე საპრეზენტაციო მასალა, აღნიშნული თემატიკით, ხაზი გავუსვი პრეზენტაციის მანერას, სტილს, აუდიტორიასთან კონტაქტს, პრეზენტაციის თემას.

მოსწავლეებმა მეორე ეტაპზე წარმოადგინეს კითხვარი შედგენილი, რომელზეც იმუშავეს ოჯახის წევრებთან ერთად - ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ მოსწავლეებს ტექსტის აკრეფაში. კითხვარი ძირითადად ივსება ოჯახის წევრების მიერ, რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათისაა. დაამზადეს შესაბამისი ბუკლეტი.

მესამე ეტაპზე მოსწავლეები ემზადებიან პრეზენტაციისათვი. გამოიყენეს ე. წ. „პოსტერული სესია“ და მოაწყვეს კვირეული.
  


ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
1 მომზადება - პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად.
2.      დაგეგმვა - მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის  მოძიებისა და ანალიზის განსაზღვრა.
3.      კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) ,  კითხვარი „ჩემი ოჯახი“, სადაც მოახდინეს ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, ინტერესის სფეროს შესახებ.  ჩანახატების პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი და ტრადიციები“, კვლევა: „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“                დისკუსია თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული წევრის (დედის, მამის, დის, ძმის) შრომა;

4.      დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის  გაფორმება, ბუკლეტების დამზადება, „პოსტერული სესია“ – „საგვარეულო ხე“, „ფოტორეპორტაჟი“,  სლაიდ-შოუს მომზადება „ჩემი წინაპრები“, საქართველოს  სხვა და სხვა კუთხის ქვეყნების ოჯახური ტრადიციების გაცნობა და განხილვა-მსჯელობა;
5.      წარდგენა - პროექტის „ოჯახური ტრადიცია“  პრეზენტაცია (დაცვა).
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები:
v ტექნოლოგიური პრობლემა (ელექტრონერგიის ან  ინტერნეტ მომსახურების გათიშვა).
v საჭიროები შემთხვევაში გამოვიყენებთ გენერატორს.
v მოწავლეთა მხრიდან გაცდენა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით.
v დავუკავშირდები ტელეფონით ან  სოციალური ქსელის მეშვეობით.
შეფასების მოკლე მონახაზი
 პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს-დაკვირვებას და სახალისო ტესტირებას დახურული შეკითხვებით.  საჭიროების შემთხვევაში მოვახდენ ჩარევას, რათა სწორად წარიმართოს პროცესი. პროექტის დასასრულს  მოსწავლეები შეავსებენ შეფასების კითხვარს, სადაც ისინი შეაფასებენ პროექტის მნიშვნელობას.
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა:
მოსწავლეებს შეუძლიათ თანამშრომლობა და იციან გუნდური მუშაობის პრინციპები, მათ შეუძლიათ  კომპიუტერთან მუშაობა.
დიფერენცირებული სწავლება: მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: მივცემ ნებას იყოს ლიდერი, შემომთავაზოს იდეები.
სპეციალური საჭიროებები: მივცემ დამატებით დროს და მითითებებს, გავითვალისწინებ მის უნარებს ჯგუფებად დაყოფის დროს.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტ კავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეო კონფერენციის მოწყობილობა
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებ ედიტორი
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი
ინტერნეტრესურსები:
           

სოციალური პროექტის რეფლექსია
      მეტად საინტერესო გამოდგა სოციალურ პროექტზე, თემით „ჩემი ოჯახური ტრადიცია“ მუშაობა. პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ მასში. პროექტზე მუშაობა განხორციელდა 7 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა პატარებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  კვლევის, დაგეგმვარების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
      პროექტზე მუშაობის  დროს მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს სააღდგომო და საახალწლო პერიოდზე. ამ პერიოდშია ზუსტად საახალწლო სამზადისი და დიდი ოჯახური დღესასწაულები, სადილები და ვახშმობა. მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შეკითხვებს, სადაც ძირითადი ცნებები იყო: ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი აკეთებდა საკუთარი ოჯახის შესახებ პრეზენტაციას „ ეს ჩემი ოჯახია“, მათ მოჰქონდათ ფოტოები ოჯახური ალბომებიდან, იყენებდნენ ციფრულ ხელსაწყოებს, ისტ-ის ტექნოლოგიებს, მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს  სხვადასხვა კუთხის  ოჯახური ტრადიციების შესახებ.
 ბოლოს მოეწყო საერთო გამოფენა, ე.წ.“პოსტერული სესია“ თემაზე: „ერთი ფოტოს ისტორია“, მოეწყო დისკუსია „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“.
დასკვნით ეტაპზე , მომზადდა პოსტერი „საგვარეულო ხე“;, „ფოტორეპორტაჟი“, სლაიდ შოუ „ჩემი წინაპრები“,
   პროექტი დადებითად  შეფასდა, რადგან დაწყებით კლასში განხორციელდა და   საჭიროებდა მეტ დახმარებებას უფროსებისგან.  
            
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის
მასწავლებელი ირმა აფციაური