სოციალური პროექტის : ,,ჯანსაღი
მომავლისკენ ’’
სსიპ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის
მასწავლებელი ირმა აფციაური
სოციალური პროექტის : ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’
პროექტის მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება მავნე
ჩვევების უარყოფითი შედეგების შესახებ, მოხდეს მავნე დამოკიდებულების
გაანალიზება და მათი პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრებით.პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით აღმოიფხვრას მავნე
ჩვევები და შეიქმნას ჯანსაღი გარემო. პროექტი მისცემს მოსწავლეებს
,მშობლებს,თემს შესაძლებლობას გაიაზრონ
პრობლემის არსი,გაეცნონ კონკრეტული სიტუაციებს ,ყურადღებით შეაფასონ მავნე
ჩვევების უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება.
სპორტული შეჯიბრებების და ამ თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების
ჩატარებით, ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას და თავისუფალი დროის სწორად
ორგანიზებას .
პროექტის მნიშვნელობა :
პროექტი
მნიშვნელოვანია ,რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის არა
მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
მოსწავლეები, რომლებიც
არინა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულნი და ვერ აცნობიერებებ პრობლემის
სირთულეს,პროექტის ფარგლებში მიეცემათ საშუალება დაფიქრდნენ და გაითავისონ
მავნე -ჩვევებია მავნებლობა და შეიცვალონ ცხოვრების წესი.
პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს
ცოდნას, დამოკიდებულებას და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო
უნარებს. შედეგად ბავშვები და
თემის ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას
და აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
პროექტის აღწერა და განხორციელება :
სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის
შესწავლა და კვლევის ჩატარება ,,როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო’’
შეხვედრა
სამართავდამცველთან და სკოლის ექიმთან (საუბარი სიგარეტის,ალკოჰოლის და
ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ)
კონფერენცია
,, თავად გადაწყვიტე ‘’- სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ მავნე-ჩვევების ურყოფით
მხარეებს.
შეხვედრა
ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სპორტული აქტივობების დაგეგმა თემში .
მხიარული
სტარტების ჩატარება თემში ,სადაც მონაწილეობას მიიღბენ მოსწავლეები და თემის
ახალგაზრდები.
მოეწყობა
ნახატების გამოფენა;
ვიზუალური
მასალის მომზადება ( ბუკლეტების ) და გავრცელება თემში;
მოსალოდნელი შედეგილი: პროექტის
განხორციელებისას მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას მავნე
ჩვევების მავნებლობის შესახებ. ისწავლიან თავისუფალი დროის
სწორად ორგანიზებას. მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების
დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილებას. პროექტის ფარგლებში
განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას
ახალგაზრდებში.
პროექტის ვადები :
17.10.2019 – 7.11.2019
წელი
პროექტის
ბენეფიციარები:
სკოლის მოსწავლეები ( 80 მოსწავლე),მშობლები,მასწავლებლები, თვითმმართველობის მოსწავლეები ან მოსწავლეთა კლუბი, ადგილობრივი ხელისუფლება, სტუდენტები,თემი.
პროექტის
რისკები:
პროექტის განხორციელებისას დროს შესაძლებელია შეიქმნას ქაოსური
მდგომარეობა.
სამიზნე ჯგუფი:
IV-V-VI
კლასის მოსწავლეები
პროექტის რესურსები:
პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო
მოწყობილება,ფლივჩარტები,საღებავები,,მუყაოს ყუთები, ინტერნეტი,პრინტერია,
ადამიანური რესურსები , სპორტული ინვენტარი და სხვა
სოციალური პროექტის : ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’
რეფლექსია
სოციალური პროექტის : ,,ჯანსაღი მომავლისკენ ’’- მანავის საჯარო სკოლაში განხორციელდა 17. 10.2019 წ-დან – 07.11.2019წ ჩათვლით. მასში ჩაერთო სკოლიის დაწყებითი
საფეხურის 80 მოსწავლე,მშობლები,პედაგოგები,თემის
ახალგაზრდები.
პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება მავნე ჩვევების
უარყოფითი შედეგების შესახებ, პროექტის ფარგლებში მოხდა მავნე
დამოკიდებულების გაანალიზება და მათი პრევენცია ჯანსაღი
ცხოვრების წესის დამკვიდრებით.პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით
ნაწილობრივ აღმოიფხვრა მავნე ჩვევები და
გაჩნდა მოტივაცია შექმნილიყო ჯანსაღი გარემო.
პროექტმა მისცა მოსწავლეებს ,მშობლებს,თემს შესაძლებლობა
კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ პრობლემის არსი ,ყურადღებით
შეეფებინათ მავნე ჩვევების უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად
დაესახათ მოზარდის პიროვნული განვითარება. სპორტული შეჯიბრებების და ამ თემასთან
დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებით, მათ შეძლეს საკუთარი
თავის თვითრეალიზება და თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება .
პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის
ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
მოსწავლეები, რომლებიც არინა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულნი და ვერ
აცნობიერებებ პრობლემის სირთულეს,პროექტის ფარგლებში მიეცათ საშუალება
დაფრებულიყვნენ და გაეთავისებინათ მავნე -ჩვევებია მავნებლობა.
პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძინა ცოდნა, დამოკიდებულება და
გამოუმუშავა უნარ-ჩვევები.
პროექტის
ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობები.
შეიქმნა
თემატური სამუშაო ჯგუფი კლასების მიხედვით;
პროექტის
პირველ ეტაპზე მოხდა პრობლემის შესწავლა და კვლევის ჩატარება
მოსწავლეებთან და თემის ახალგაზრდებთან ,,როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო’’ .
შემდგომ, მოხდა შეხვედრა სამართავდამცველთან და სკოლის ექიმთან (საუბარი
სიგარეტის,
ალკოჰოლის
და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ).მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები
და არსებული მასალით ჩაატარეს კონფერენცია. სადაც
მოსწავლეები წარმოადგენენ მავნე-ჩვევების ურყოფით მხარეებს.
პროექტის
ფარგლებში შეხვედრა მოხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სპორტული აქტივობები
დაიგეგმა თემში . ჩატარდა მხიარული სტარტები ,სადაც მონაწილეობა მიიღეს
მოსწავლეებმა და თემის ახალგაზრდებმა.
მოსწავლეებმა
შეასრულეს ნახატები თემაზე ,,ჯანსაღი გარემო“ და გამოფინეს ნახატები სკოლის
ფოიეში.ვიზუალური მასალით მომზადა ბუკლეტები და მოსწავლეებმა
გაავრცელსე თემში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.
პროექტი სრულიად
შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებთან.
პირველ ეტაპზე შევქმენი
თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემები. პროექტი მიმდინარეობდა
გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე
და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო
მოსწავლეთა შესაძლებლობეზე ,მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში
ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და
საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის
სიგელები. პროექტი ყველაზე წარმატებული
იყო კონფერენციის და მხიარული სტარტების დროს . პროექტის
განხორციელების პერიოდში გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც პროცესი
იყო მცირედ ქაოსური. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას
გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის
საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა აფციაური
No comments:
Post a Comment