Sunday, November 24, 2019


ოციალური პროექტი ,,ოჯახი და ტრადიცია“
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა
მასწავლებელი ირმა აფციაური


       სოციალური პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ირმა აფციაური
რაიონი/ სოფელი
საგარეჯოს რაიონო სოფელი მანავი
სკოლა
სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა
თემის მონახაზი:
პროექტის დასახელება:             ოჯახი და ტრადიცია
საფეხური/კლასი:                                            დაწყებითები  IVა                                             
პროექტის განხორციელების დრო:                  4 კვირა     -      7 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.      
აზროვნების ზედა დონის უნარები:  დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა,  კვლევა, ანალიზი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
 პროექტის აქტუალობა:     
მიუხედავად  იმისა, რომ სამოქალაქო განათლების ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე დაწყებითი ჯგუფის ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას.
პროექტის მდგრადობა:   
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია, ამ დროს მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ოჯახის წევრებს. სახალისო, საინტერესო ეპიზოდებს სხვათა ოჯახის წევრების, ტრადიციების შესახებ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
წიგნიერება ეწოდება ცოდნისუნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობასრომლებიც              შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლოასევე საზოგადოებრივ საქმიანობაშიმოიცავს კითხვისმოსმენისზეპირი მეტყველების და წერის უნარებს;  როგორც ზეპირივიზუალურინაბეჭდითუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს

საზ. მეც. დაწყ. (I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების  გაცნობიერება;

        შეკითხვები:
რა პასუხის მგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, პაპის  და ბებიის) შრომა? 
რატომ და როგორ უნდა მოვიხმაროთ რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში?
ცნებები:
ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.


ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.

პროექტის მისაღწევი მიზნები/ შედეგები
v კრიტიკული აზროვნების განვითარება;
v დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
v მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
v მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა;
v ძველი და თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
v შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;
v ისაუბრებენ „ერთი ფოტოს ისტორია“-ზე;
v ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
v   ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები;
თემის შინაარსი:

აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა მოსწავლეების გამოკითხვა და მუშაობა კითხვარზე, რომელიც შეიცავს ოჯახის წევრების და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების შესახებ.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩავატარე თემის ზოგადი მიმოხილვა. რადგან პროექტზე მომუშავე ჯგუფები დაწყებითი(IVა) კლასების მოსწავლეები არიან, მათ პირველად წარვუდგინე საპრეზენტაციო მასალა, აღნიშნული თემატიკით, ხაზი გავუსვი პრეზენტაციის მანერას, სტილს, აუდიტორიასთან კონტაქტს, პრეზენტაციის თემას.

მოსწავლეებმა მეორე ეტაპზე წარმოადგინეს კითხვარი შედგენილი, რომელზეც იმუშავეს ოჯახის წევრებთან ერთად - ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ მოსწავლეებს ტექსტის აკრეფაში. კითხვარი ძირითადად ივსება ოჯახის წევრების მიერ, რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათისაა. დაამზადეს შესაბამისი ბუკლეტი.

მესამე ეტაპზე მოსწავლეები ემზადებიან პრეზენტაციისათვი. გამოიყენეს ე. წ. „პოსტერული სესია“ და მოაწყვეს კვირეული.
  


ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
1 მომზადება - პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად.
2.      დაგეგმვა - მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის  მოძიებისა და ანალიზის განსაზღვრა.
3.      კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) ,  კითხვარი „ჩემი ოჯახი“, სადაც მოახდინეს ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, ინტერესის სფეროს შესახებ.  ჩანახატების პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი და ტრადიციები“, კვლევა: „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“                დისკუსია თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული წევრის (დედის, მამის, დის, ძმის) შრომა;

4.      დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის  გაფორმება, ბუკლეტების დამზადება, „პოსტერული სესია“ – „საგვარეულო ხე“, „ფოტორეპორტაჟი“,  სლაიდ-შოუს მომზადება „ჩემი წინაპრები“, საქართველოს  სხვა და სხვა კუთხის ქვეყნების ოჯახური ტრადიციების გაცნობა და განხილვა-მსჯელობა;
5.      წარდგენა - პროექტის „ოჯახური ტრადიცია“  პრეზენტაცია (დაცვა).
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები:
v ტექნოლოგიური პრობლემა (ელექტრონერგიის ან  ინტერნეტ მომსახურების გათიშვა).
v საჭიროები შემთხვევაში გამოვიყენებთ გენერატორს.
v მოწავლეთა მხრიდან გაცდენა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით.
v დავუკავშირდები ტელეფონით ან  სოციალური ქსელის მეშვეობით.
შეფასების მოკლე მონახაზი
 პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს-დაკვირვებას და სახალისო ტესტირებას დახურული შეკითხვებით.  საჭიროების შემთხვევაში მოვახდენ ჩარევას, რათა სწორად წარიმართოს პროცესი. პროექტის დასასრულს  მოსწავლეები შეავსებენ შეფასების კითხვარს, სადაც ისინი შეაფასებენ პროექტის მნიშვნელობას.
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა:
მოსწავლეებს შეუძლიათ თანამშრომლობა და იციან გუნდური მუშაობის პრინციპები, მათ შეუძლიათ  კომპიუტერთან მუშაობა.
დიფერენცირებული სწავლება: მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: მივცემ ნებას იყოს ლიდერი, შემომთავაზოს იდეები.
სპეციალური საჭიროებები: მივცემ დამატებით დროს და მითითებებს, გავითვალისწინებ მის უნარებს ჯგუფებად დაყოფის დროს.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტ კავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეო კონფერენციის მოწყობილობა
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებ ედიტორი
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი
ინტერნეტრესურსები:
           

სოციალური პროექტის რეფლექსია
      მეტად საინტერესო გამოდგა სოციალურ პროექტზე, თემით „ჩემი ოჯახური ტრადიცია“ მუშაობა. პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ მასში. პროექტზე მუშაობა განხორციელდა 7 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა პატარებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  კვლევის, დაგეგმვარების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
      პროექტზე მუშაობის  დროს მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს სააღდგომო და საახალწლო პერიოდზე. ამ პერიოდშია ზუსტად საახალწლო სამზადისი და დიდი ოჯახური დღესასწაულები, სადილები და ვახშმობა. მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შეკითხვებს, სადაც ძირითადი ცნებები იყო: ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი აკეთებდა საკუთარი ოჯახის შესახებ პრეზენტაციას „ ეს ჩემი ოჯახია“, მათ მოჰქონდათ ფოტოები ოჯახური ალბომებიდან, იყენებდნენ ციფრულ ხელსაწყოებს, ისტ-ის ტექნოლოგიებს, მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს  სხვადასხვა კუთხის  ოჯახური ტრადიციების შესახებ.
 ბოლოს მოეწყო საერთო გამოფენა, ე.წ.“პოსტერული სესია“ თემაზე: „ერთი ფოტოს ისტორია“, მოეწყო დისკუსია „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“.
დასკვნით ეტაპზე , მომზადდა პოსტერი „საგვარეულო ხე“;, „ფოტორეპორტაჟი“, სლაიდ შოუ „ჩემი წინაპრები“,
   პროექტი დადებითად  შეფასდა, რადგან დაწყებით კლასში განხორციელდა და   საჭიროებდა მეტ დახმარებებას უფროსებისგან.  
            
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის
მასწავლებელი ირმა აფციაური


No comments:

Post a Comment