Tuesday, November 12, 2019


კინგსის -მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილე ბავშვების მოსამზადებელი პროგრამა

პროგრამის მიზანი:  მოსწავლეთა აზროვნების უნარის განვითარება ლოგიკური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობიერების ამაღლება ზოგადი განათლების კუთხით კინგსის -მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის.
მოსწავლემ შეძლოს  ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვ ხერხით შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება. გამრავლება გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.გეომეტრიული ფიგურების აღწერა და მათი კლასიფიკაცია. ამ მასალაზე აგებული ტესტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.
1.რიცხვები
2.რაოდენობის განსაზღვრა
3.სივრცე და ფიგურები
4.მონაცემები,ალბათობა
5.პრეისტორიული ამოცანები
6.ლოგიკური თამაშები.შემაჯამებელი ტესტირება.
                       მოსწავლეთა ჯგუფთან  გაკვეთილების  ჩატარება. 

                                    გაკვეთილი I.      7.11.2019 წელი
.მე-4 კლასის პროგრამის შესწავლა-გადახედვა;
. გასული წლების ოლიმპიადების ნიმუშების შესაბამისი თემის სავარჯიშოების განხილვა;
·       რიცხვები...
. აქტივობა:  ასეულები და ათასეულები,შეკრება,გამოკლება,გამრავლება,გაყოფა  მათი მახასიათებლები და თვისებები.ამ  მასალაზე აგებული ტესტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.

რესურსები: თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი, ტესტებისა და ამოცანების კრებული,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.

                                      გაკვეთილი II.        14.11.2019 წელი
·       რაოდენობის განსაზღვრა
. აქტივობა:  მთლიანი და საცალო ღირებულება.ათობითი მეტრული სისტემა.სიგრძის საზომი ერთეულები.მოცულობა,ცხრილები და ეკვივალენტი.ამ  მასალაზე აგებული ტესტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.


რესურსები: თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი, ტესტებისა და ამოცანების კრებული,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.

                                             გაკვეთილი III. 18.11.2019 წელი
·       სივრცე და ფიგურები
. აქტივობა: სივრცითი მრავალწახნაგოვანი ფიგურები.უწახნაგო ფიგურები. ბრტყელი ფიგურები.სამკუთხედი და ოთკუთხედი.პერიმეტრი ფართობი,სიმეტრია.ამ  მასალაზე აგებული ტესტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.

რესურსები: თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი, ტესტებისა და ამოცანების კრებული,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.

                                             გაკვეთილი IV. 21.11.2019 წელი
·       მონაცემები,ალბათობა
. აქტივობა: კლასიფიკაცია.შესაძლებლობა და ალბათობა.დიაგრამა და პიქტოგრამა.ამ  მასალაზე აგებული ტესტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.

რესურსები: თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი, ტესტებისა და ამოცანების კრებული,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.
                                             გაკვეთილი V. 25.11.2019 წელი
·       ამოცანები
. აქტივობა:  ამ მასალაზე აგებული ტესტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.

რესურსები: თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი, ტესტებისა და ამოცანების კრებული,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.

                                             გაკვეთილი VI. 28.11.2019 წელი
·       ლოგიკური თამაშები. შემაჯამებელი ტესტირება.
. აქტივობა: ლოგიკურ  თამაშებზე აგებული ტესტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.
რესურსები: თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი, ტესტებისა და ამოცანების კრებული,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.




                
  რადგან მოსწავლეები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო იმახსოვრებენ,ასევე   გამოვიყენე  მრავალფეროვანი თვალსაჩინოება, ინტერნეტ-რესურსი: kings.ge, balavarigeorgia.ge, everest.ge,... ტესტების ნიმუშები,   დამატებითი სახელმძღვანელოები.
ოლიმპიადაზე გამოყენებული ტესტების ნიმუშების განხილვა: kings.ge, balavarigeorgia.ge, everest.ge
         თემატიკის შესაბამისად ტესტების, ამოცანების, მაგალითების ამოხსნა ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად.
         შემაჯამებებელი ტესტირება, რადგანაც შემაჯამებელი ტესტირება  უკავშირდება პროგრამით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების  განსაზღვრულ  შედეგებს. ფასდება   შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. წარმოჩინდება  მათი ცოდნისა და უნარების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ შემაჯამებელ ტესტირებას განსაკუთრებული ფუნქცია მივანიჭე.
მე და ჩემი მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით შევუდექით მუშაობას. დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო, ხელი შეეწყო მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარებას; გაკვეთილზე შეძენილი  ცოდნის განმტკიცება - გაღრმავებას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებას; მოსწავლეებმა წარმატებით მოახერხეს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. ხელი შეეწყო აგრეთვე  მოსწავლეების ლოგიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;                           მათემატიკაში, როგორც სამყაროში, მოქმედებს წესები,რომლის ფარგლებშიც უნდა ვიმოქმედოთ.ეს წესები აუცილებლად დასაცავია,სხვაგვარად ჩვენი წარმატების ამოცანა არ ამოიხსნება.მათემატიკური ამოცანები თავიდანვე გვაჩვევს კონკრეტული მოცემულობის პირობებში თანმიმდევრული მუშაობით ,,პრობლემის“ გადაჭრას,გამოსვლას რთული ვითარებიდან სიტუაციის გამარტივების გზით და ვახერხებთ ადაპტირებას გარემოსთან.
მათემატიკა სწორედ ის საკითხია,სადაც ყველაზე უკეთ ჯდება  დავით გურამიშვილის აფორიზმი: ,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“.
   2018-2019 სასწავლო წელს კინგსის ოლიმპიადაში, მათემატიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღო IVა კლასის მოსწავლეებმა:
ზურა თოროზაშვილმა, მარიამ ტერტერაშვილმა, მარიამ უცუნაშვილმა, ნუცა ბორაშვილმა, გიორგი ფოცხვერაშვილმა, გიორგი ბორაშვილმა, ლუკა ბორაშვილმა,ლალი  საბაშვილმა, ივანე გულაღაშვილი , სადაც  მოსწავლეები წარმატებულნი გახდნენ და დაჯილდოვდა დიპლომითადა სერთიფიკატებით.
ხოლო   ზურა თოროზაშვილმა  საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა და  დაჯილდოვეს  მედლით და სხვადასხვა საჩუქრებით.
იმედი გვაქვს კვლავ წარმატების.


სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა აფციაური.








.                 


No comments:

Post a Comment