Sunday, November 24, 2019



სოციალური პროექტი   ,, ჩვენ - მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ“


პროექტის სახელწოდება:   ,, ჩვენ - მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ’’  
საფეხური/კლასი : დაწყებითი-IVა


პროექტის განხორციელების დრო: 3 კვირა



პროექტის მიზანი:
სოფელში, რაიონში, ქართველი და არაქართველი, მოსწავლე ახალგაზრდების დაახლოვება, ტოლერანტული უნარ -ჩვევების განვითარება და ურთიერთთანამშრომლობა.

მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული პროექტი  ხელს შეუწყობს ტოლერანტული უნარჩვეების  განვითარებას. ეფექტური კომუნიკაცის განვითარებასა და მომავალში სხვა და სხვა ეროვნების მოსწავლეთა ინტეგრაციას სამოქალაქო საზოგადოებაში.

 პროექტის მდგრადობა:
პროექტი იქნება სიცოცხლისუნარიანი ,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ქართველი მოსწავლეები, მჭიდროდ დამეგობრდებიან და გააგრძელებენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას

 შესაძლო რისკები:
 შესაძლოა  პროექტის განხორციელება  იყოს ქაოსური.

პროექტის განხორციელების აქტივობები:
1.      შეხვედრის  ორგანიზება  სკოლაში,  პროექტის იდეიის გაცნობა სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებისა  და მოსწავლეებისათვის.
2.      საინიციატივო ჯგუფების დაკომპლექტება.
3.       მანავის საჯარო სკოლის სააქტო ბარბაზში  ჩატარდება პრეზენტაცია ,,ეთნოსები და მათი ტრადიციები’’.
4.   საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში სტუმრობა(მშობლების დახმარებით ტრანსპორტირება) და   ნაციონალური სიმღერების და ცეკვების წარმოდგენა.
5.ასფალტზე ხატვა.
6.მეგობრობის წრე.
7.ბუკლეტების გავრცელება თემში.
8.ჩატარებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება
   


პროექტის ხელმძღვანელი: ირმა აფციაური



       
      სოციაური  პროექტის  :  ,,ჩვენ- მრავალფეროვან სამყაროში ცხოვრობთ ‘’
                                                     
                                                             რეფლექსია

      პროექტი - ,,ჩვენ- მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ ‘’მანავის საჯარო სკოლაში განხორციელდა 26 სექტემბრიდან   დან  10 ოქტომბრის  ჩათვლით.  მასში ჩაერთო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები, მშობლები,პედაგოგები.
     პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც   მოსწავლეები გაეცნობიან, ჩვენს რაიონში მცხოვრები აზერბაიჯანელებს,  რომლებიც   წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს.აქვთ  განსხვავებული შეხედულებები რწმენის,ტარადიციების,კულტურის შეხახებ ; მათი ინტეგრაციის მიზნით საჭიროებს ტოლერანტულ გარემოს შექმნას ,რადგანაც შესაძლოა უმცირესობების ნაწილი ხშირად განიცდის  დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებეის შელახვას.
    პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს.  შედეგად ბავშვები და  შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებსდამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
    პროექტი სრულიად შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
   პირველ ეტაპზე შევხვდი პროექტის იდეის რეალიზებისათვის  სკოლის ადმინისტრაციას, მშობლებსა  და მოსწავლეებს. მოსწავლეებთან ერთად დავაკომპლექტე საინიციატივო ჯგუფი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.დაიგეგმა აქტივობები,პროექტის ვადები და საჭირო რესურსების მომზადება.
    პროექტის ფარგლებში ჩატარდა სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია ,,ეთნოსები და მათი ტრადიციები’’; შემდეგ  დღეს  , მოეწყო ნაციონალური კულტურების წარმოჩენა გამოფენა სააქტო დარბაზში , მოსწავლეებმა წარმოადგინეს ტრადიციის ამსახველი ნივთები სამოსი,საყოფაცხოვრებო ნივთები ,სიმბოლოები.
     შემდეგ ეტაპზე ვესტუმრეთ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლას ,სადაც  მოეწყო გულთბილი შეხვედრა  და   ნაციონალური სიმღერების და ცეკვების წარმოდგენა.
   პროექტის ფარგლებში ასფალტზე მოეწყო ხატვა და მოსწავლეებმა თანამეგობრობა გამოხატეს სიმბოლოებით. 
   მოსწავლეტა ინტეგრაციის მიზნით  მოეწყო  მეგობრობის წრე და საკუთარ ენაზე ეთნოსი მოსწავლეები წარმოთქვამდნენ ,, ჩვენ -ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ’’.
პროექტის ბოლოს ეთნოსი მოსწავლეების დამეგობრების ,მათი ინტეგრაციის მიზნით მომზადა   ბუკლეტებიდა  გავრცელდა თემში.
პროექტის დასასრულს  მოხდა პროექტის დახურვა  , ჩატარდა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება. პროექტში მონაწილე აქტიურ წევრებს სიმბოლირად გადაეცათ მადლობის სერთიფიკატები.
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები.       პროექტი ყველაზე წარმატებული იყო გამოფენების და ნაციონალური კულტურის გაცნობის დროს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც  პროცესი იყო  მცირედ ქაოსური. სამომავლოთ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.

პროექტის ხელმძღვანელი: ირმა აფციური








No comments:

Post a Comment