Sunday, November 24, 2019




ქართული ენა და მართლწერა

სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა აფციაური
IVა კლასი(ქართული ენის წრე)

წრის მუშაობის ხანგრძლივობა:  წრე მუშაობას დაიწყებს 2019 წლის 8 ოქტომბერს   და გააგრძელდება  2019 წლის  20 დეკემბრამდე.საწრეო მუშაობა ჩატარდება კვირაში ერთი  საათი.
წრეში განსახილველი საკითხები წინასწარ არის შედგენილი,რომელიც  ემსახურება მოსწავლის მეტყველების ,წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები. უკეთ შეისწავლონ ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად. .ენის გამომსახველობით საშუალებათა ადეკვატური გამოყენება; წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. 
 საწრეო მუშაობის აგების პრინციპი  : თეორიულ მსჯელობას წინ უძღვის თვალსაჩინო სქემები,რაც ეხმარება მოსწავლეს ვიზუალურად და სისტემურად აღიქვას კონკრეტული საკითხები.თემის დამუშავების შემდეგ შეძლებენ იმუშაონ მართლწერის საკითხებზე-სათაურით: როგორ ვწეროთ უკეთესად. შესაძლებელია ათვისებული მასალა შემოწმდეს ანალიტიკური კითხვებით და ტესტებით.
აღნიშნული რესურსებით მოსწავლე შეძლებს:
Ø მოიძიოს გრამატიკის სახელმძღვანელოში მოცემული თემის ირგვლივ მასალები.
Ø თვალსაჩინო სქემები დაეხმარება ვიზუალურად და სისტემურად აღიქვას კონკრეტული საკითხები.
Ø იმუშაონ მართლწერის საკითხებზე, ანალიტიკური კითხვებით და ტესტებით.
Ø გამოიტანოს სათანადო დასკვნები და დააკავშირს ფაქტები და მოვლენებ  შესაბამის გრამატიკულ წესებს .
წრეზე გამოყენებული რესურსები :
 დაფა,ცარცი,ფლიფჩარტები, აზრობრივი რუკები ,სახელმძღვანელო, გრამატიკა- აკ. შანიძე.ინტერნეტი...

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ -
სამშაბათს 13 სთ-15 წთ.
მეცადინეობის ხანგრძლიობა   45წთ.



მოსწავლეთა სია:

1.  ბორაშვილი გიორგი
2.   ბორაშვილი ნუცა
3.   ბორაშვილი ბარბარე
6.   ფოცხვერაშვილი ნიკოლოზი
7.   წიკლაური ქეთი
8.   ტერტერაშვილი მარიამი
9.   უცუნაშვილი მარიამი
10. ფოცხვერაშვილი გიორგი


    


წრის  პროგრამა

1. არსებითი სახელი,არსებითი სახელის რიცხვი,ბრუნება,კვეცა,კუმშვა,კუმშვად-კვეცადი სახელები.
2. ზედსართავი სახელი,ზედსართავისა და რსებითი სახელის ბრუნება
3. რიცხვითი სახელი,რიცხვითი სახელის მართლწერა.
4.  ნაცვალსახელი,ჩვენებითი ნაცვალსახელი.
5. ზმნა,ზმნის უღლება.ზმნა და არსებითი სახელი.ზმნა და ახლანდელი დრო,აწმყო,წარსული და მომავალი.რიცხვში მონაცვლე ზმნები.




მოსწავლეთა ჯგუფთან  გაკვეთილების  ჩატარება.
2018 წლის 8 ოქტომბერს პირველად შეიკრიბნენ ქართული ენის წრის წევრები.მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები.აგრეთვე ის,რომ წრე ჩატარდება ყოველ სამშაბათს,მეექვსე გაკვეთილზე.ამავე შეხვედრაზევე გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები რომელზეც ვიმუშავებთ I სემესტრის განმავლობაშ

                                    გაკვეთილი მეორე-მესამე. 15-22.10.2019 წელი
. აქტივობა:   გრამატიკული მასალის მიწოდება,  ენობრივ მასალაზე აგებული ტექსტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.
·       . არსებითი სახელი;არსებითი სახელის რიცხვი;ბრუნება;კვეცა;კუმშვა;კუმშვად-კვეცადი სახელები.
მუშაობის  მიზანი იყო მოსწავლეთათვის შემდეგი საკითხების გახსენება.მოსწავლეებმა მუშაობის შემდეგ შეძლეს მართლწერის საკითხებზე დაკვირვება და  სავარჯიშოების შესრულება ანალიზისთვის.

ბავშვებმა ხალისით შეასრულე მოცემული სამუშაო.




რესურსები: თაბახის ფურცლები, აქტივობების კრებული ქართულ ენაში,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.

                                      გაკვეთილი მეოთხე-მეხუთე  22 -29. 10.2019 წელი
აქტივობა:  გრამატიკული მასალის მიწოდება,  ენობრივ მასალაზე აგებული ტექსტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.
·       ზედსართავი სახელი,ზედსართავისა და რსებითი სახელის ბრუნება.
წრეზე ბავშვებმა იმუშავეს შემდეგ საკითხებზე .მოსწავლეებმა მუშაობის შემდეგ შეძლეს მართლწერის საკითხებზე დაკვირვება და  სავარჯიშოების შესრულება ანალიზისთვის.


რესურსები: თაბახის ფურცლები, აქტივობების კრებული ქართულ ენაში,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.მხატვრული ლიტერატურა.

                                             გაკვეთილი  მეექვსე-მეშვიდე 5-12.11.2019 წელი
აქტივობა:  გრამატიკული მასალის მიწოდება,  ენობრივ მასალაზე აგებული ტექსტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.
·       რიცხვითი სახელი,რიცხვითი სახელის მართლწერა.
მოსწავლეებმა მუშაობის შემდეგ შეძლეს მართლწერის საკითხებზე დაკვირვება და  სავარჯიშოების შესრულება ანალიზისთვის.ბავშვებმა ხალისით შეასრულეს მოცემული სამუშაო.


რესურსები: თაბახის ფურცლები, აქტივობების კრებული ქართულ ენაში,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.მხატვრული ლიტერატურა.

                                             გაკვეთილი  მერვე-მეცხრე 19-26.11.2019 წელი
აქტივობა:  გრამატიკული მასალის მიწოდება,  ენობრივ მასალაზე აგებული ტექსტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.
·       ნაცვალსახელი,ჩვენებითი ნაცვალსახელი.მოსწავლეებმა მუშაობის შემდეგ შეძლეს მართლწერის საკითხებზე დაკვირვება და  სავარჯიშოების შესრულება ანალიზისთვის.ბავშვებმა ხალისით შეასრულეს მოცემული სამუშაო.


რესურსები: თაბახის ფურცლები, აქტივობების კრებული ქართულ ენაში,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.მხატვრული ლიტერატურა.

                                        გაკვეთილი  მეათე -მეთერთმეტე 3-10.12.2019 წელი
აქტივობა:  გრამატიკული მასალის მიწოდება,  ენობრივ მასალაზე აგებული ტექსტების მეშვეობით,მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება.
·       ზმნა,ზმნის უღლება.ზმნა და არსებითი სახელი.ზმნა და ახლანდელი დრო,აწმყო,წარსული და მომავალი.რიცხვში მონაცვლე ზმნები.მოსწავლეებმა მუშაობის შემდეგ შეძლეს მართლწერის საკითხებზე დაკვირვება და  სავარჯიშოების შესრულება ანალიზისთვის.ბავშვებმა ხალისით შეასრულეს მოცემული სამუშაო.


რესურსები: თაბახის ფურცლები, აქტივობების კრებული ქართულ ენაში,ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა.მხატვრული ლიტერატურა.

გაკვეთილი მეტორმეტე- 17.12.2019 წელი
                                    წრის მუშაობის შეჯამება.


ქართული ენის წრის რეფლექსია
                                                            მასწავლებელი    ირმა აფციაური
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში გადავწყვიტე ჩამომეყალიბებინა ქართული ენის წრე  სახელწოდებით ,, ქართული ენა და  მართლწერა“.
  სემესტრის დასაწყისში შევადგინე გეგმა და განცხადებით მივმართე სკოლის დირექციას. მუშაობა დავიწყე 2019 წლის 8 ოქტომბერს და დავასრულე 2019 წლის 17 დეკემბერს.შეხვედრა ხდებოდა კვირაში ერთხელ წრეში განსახორციელებელი საკითხები წინასწარ შევადგინე,რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეთა მეტყველების,წერისა და კითხვის უნარის განვითარებას.
       საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით. ქართულ ენაში საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის,რომ მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში,რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება.საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაა ქართული ენის პროგრამის გაღრმაბებულად სწავლება.წრის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოაჩენენ საკუთარ უნარებს.უკეთ შეძლებენ როგორც ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენებას სხვსდასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად , ასვე ენის გამომსახველობით საშუალებებისა და წერის სტრატეგიების ადეკვატურად გამოყენებას ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
       საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებში ვიყენებდი შინაგან მოტივაციას.  გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ       დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და თავადვე ასწორებდა მას. მოსწავლეები აკვირდებოდნენ პერიოდულად თავიანთ ნამუშევრებს, მათში არსებულშეცდომებს, გამოთქვამდნენვარაუდებს და მსჯელობის გზით თავად მიდიოდნენ სწორპასუხამდე.მუშაობისას თეორიულ მასალას წინ უძღვოდა თვალსაჩინო სქემები.რაც ეხმარებოდათ მოსწავლეებს ვიზუალურად და სისტემურად აღექვათ კონკრეტული საკითხები.რის შემდეგაც  მუშაობდნენ მართლწერის საკითხებზე.
    ყოველ მეცადინეობაზე ვიყენებდი რესურსს,რომელიც მეხმარებოდა მიზნის მიღწევაში,განსაკუთრებით ინტერესს იწვევდა და მოტივაციას ზრდიდა სქემები და ელექტრო რესურსი https://learningapps.org/index.php?overview&s=&category=0&tool=,ტესტები და ანალიტიკური კითხვები.ვმუშაობდი ინდივიდუალურად,ჯგუფებსა და წყვილებში.
     წრის მუშაიბით დაინტერესებულნი იყვნენ მშობლებიც.მათ სურვილი გამოთქვეს,რომ კარგი იქნებოდა თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა.
     მართალია,მუშაობა საინტერესო,შინაარსიანი და ამავდროულად ხალისიანიც იყო,თუმცა ვთვლი,რომ იყო ისეთი დღეებიც,რომ ყველა მოსწავლე არ იყო აქტიურად ჩართული ამა თუ იმ საკითხის განხილვაში.პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შევეცდები მომავალში უფრო მრავალფეროვანი აქტივობებით წარვმართო მუშაობა.საწრეო მუშაობამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი საგნის პოპულარიაციას მოსწავლეებში.
საწრეო მუშაობის ამსახველი გეგმა და ფოტო მასალა ატვირთულია ბლოგზე.
                                  


No comments:

Post a Comment